ოზურგეთში უამინდობამ პრობლემები შექმნა

ქალაქ ოზურგეთში უამინდობამ პრობლემები შექმნა.
მერიის ინფორმაციით, დაიტბორა რამდენიმე ოჯახის ეზო და მე-3 საჯარო სკოლის ტერიტორია; ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, ნაკაშიძის ქუჩაზე წაიქცა ხე, რის შედეგადაც დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.
სამუშაოებში ჩართულია ოზურგეთის მერიის მომსახურების ცენტრი, მუნიციპალური ინსპექცია და ტექნიკა, გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და „ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები. ადგილზე ოზურგეთის მერის მოადგილეები – გიორგი ღურჯუმელიძე და ნიკა ბოლქვაძე, გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან, მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად იმყოფებიან.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share