მობილიზაციას პუტინისტებიც გაურბიან – ლარსზე ცნობილი ბლოგერები შენიშნეს

ლარსის გავლით მობილიზაციას საქართველოში პუტინისტებიც გაურბიან – სწორედ ამ გზით  გამოექცა ჯარში გაწვევას ცნობილი პუტინისტი ბლოგერი მიხეილ ლაზუტინი, რომელიც იუთუბ არხზე ლევ პროტივის ფსევდონომითაა პოპულარული. ის ცნობილი იყო იმით, რომ თავს ესხმოდა ალკოჰოლის და თამბაქოს მომხმარებლებს, მათ საჯარო ამცირებდა და ამ ფორმით იცავდა რუსეთის მოსახლეობის ჯანმრთელობას. ის ღიად უჭერდა მხარს პუტინის პოლიტიკას. საქართველოში მისი გაქცევის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ არხი “რიდოვკა” ავრცელებს.

როგორც ავტორი აღნიშნავს, როცა მის სამშობლოს ყველაზე მეტად დასჭირდა, პუტინისტი ლევი  საქართველოში გაიქცა.

კიდევ ერთი ტელეგრამ არხი კი იტყობინება, რომ ლარსზე კიდევ ერთი პუტინისტი ბლოგერი, იული ონეშკო, იგივე იულიკიც შენიშნეს. ის ცნობილია იმით, რომ მხარს უჭერდა პუტინს და მის მიერ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ჰყავს მილიონი გამომწერი იუთუბზე, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების რეკლამას ათავსებდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share