„გაივსო რუსებით“, ეს სპეკულაციაა – საუბარი, რომ ქართველები წავიდნენ და რუსები დარჩნენ, კომიკურია – კობახიძე

საუბარი, რომ ქართველები წავიდნენ და რუსები დარჩნენ, კომიკურია – საკმაოდ დიდია შემთხვევების რაოდენობა, რაც მოქალაქეების უკან გაბრუნებას უკავშირდება , – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ქვეყანაში შემოსული რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა ქართველია.

„გაივსო რუსებით“ – ეს სპეკულაციაა. მარტივი სტატისტიკაა, რომელიც მანიპულაციას არ ექვემდებარება. საზღვრის კვეთის სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე 50 000 რუსეთის მოქალაქე იმყოფება, საიდანაც დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, უმრავლესობა ქართველია. ბევრი ადამიანი, ვინც იქ ცხოვრობდა და საქართველოში ჩამოვიდა. ქართველები არიან, მაგრამ რუსეთის მოქალაქეები. მთლიანობაში, რუსი და რუსეთის მოქალაქე, შეიძლება მაქსიმუმ 20 ათასი კაცი იყოს. საუბარი, რომ ქართველები წავიდნენ და რუსები დარჩნენ, კომიკურია. ცარიელი სპეკულაციაა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share