“ისინი არიან საკუთარი წარსულის მძევლები”- ირაკლი კობახიძე “ნაციონალურ მოძრაობაზე”

სხვადასხვა ფორმის კრიზისი აქვთ მათ. ერთ-ერთი მთავარი არის ინტელექტუალური კრიზისი. არის ინტელექტის სერიოზული დეფიციტი, ასეთ პირობებში მარტივია ინტრიგების ჩახლართვაც.” ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” ლიდერმა ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ “ნაციონალურ მოძრაობაში” არსებულ პრობლემებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ოთხი მთავარი პრობლემა აქვს: ინტელექტის დეფიციტი, პარტიაში არსებული ოლიგარქები, არაფორმალური მმართველობა და კრიმინალური წარსული.

„სხვადასხვა ფორმის კრიზისი აქვთ მათ. ერთ-ერთი მთავარი არის ინტელექტუალური კრიზისი. არის ინტელექტის სერიოზული დეფიციტი, ასეთ პირობებში მარტივია ინტრიგების ჩახლართვაც. მეორე პრობლემა არის პარტიის ოლიგარქიზაცია ანუ დღეს არის ორი მთავარი ოლიგარქი დიდი ფულით, ესენი არიან სააკაშვილი და კეზერაშვილი, რომლებიც ფულის გამოყენებით მართავენ იქ ვითარებას. მესამე პრობლემა არის არაფორმალური მმართველობა. ფორმალური თავმჯდომარე არის ნიკანორ მელია, რეალურად ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელის ბიჭია, თუ როგორც არის, კეზერაშვილი, ისტორიულად როგორც იყო, მისი მოლარეა და ა.შ. ამას გარდა მთავარი პრობლემა არის, რა თქმა უნდა, მათი წარსული. ისინი არიან საკუთარი წარსულის მძევლები. მათ ჰქონდათ სისხლიანი კრიმინალური წარსული, მათ ჩააბარეს ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას, ისინი კლავდნენ, აუპატიურებდნენ და ათასი დანაშაული ჩაიდინეს. ასეთ ვითარებაში მათ, რა თქმა უნდა, გაუჭირდებათ ფეხზე დადგომა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share