რადიკალურ ოპოზიციას მაინც და მაინც დიდი რესურსი არ აქვს იმისთვის, რომ ოქტომბერში ვითარება არიოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ის გამოეხმაურა “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომ “ქართულ ოცნებასთან” 12 რეკომენდაციის თაობაზე თანამშრომლობა წარმოუდგენელია და აღნიშნა, რომ ზოგადად, საქართველოში ოპოზიცია ორგვარია – “კონსტრუქციული” და „რადიკალური”, ხოლო რადიკალურმა ნაწილმა რესურსი ამოწურა.
„მე არ ვიცი, ელენე ხოშტარიამ ამ განცხადებაში რამდენი რუბლი აიღო ან კეზერაშვილისგან რამდენი დოლარი, არც არის პრინციპში საინტერესო. პრინციპში, ესეც არ არის საინტერესო. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ორ ნაწილად უნდა გავყოთ. არის ჯანსაღი – კონსტრუქციული ოპოზიცია და რადიკალური. რადიკალურმა ოპოზიციამ რესურსები ამოწურა, თავადვე გახდნენ იმ პროცესების მსხვერპლი, რომელსაც სახელმწიფოს წინააღმდეგ აწარმოებდნენ. აქედან გამომდინარე, მაინც და მაინც დიდი რესურსი არ აქვთ იმისთვის, რომ ოქტომბერში არიონ ვითარება. ამ ყველაფერს საზოგადოება ხედავს. ისინი დღეს დასუსტებული არიან, კეზერაშვილის ფულის გამო ებრძვიან ერთმანეთს. ქვეყანაში იქნება სიმშვიდე,”- განაცხადა კობახიძემ.