მოსკოვში უსაფრთხოების გასაძლიერებლად რუსეთის შეიარაღებული ძალების ელიტარული ქვედანაყოფი განლაგდა, რადგან პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შიშობს, რომ მას გადატრიალების შედეგად გადააყენებენ, – ამის შესახებ The Sun უკრაინის დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, სწრაფი რეაგირების სპეციალურ ჯგუფს დაახლოებით 18 000 ადამიანი ჰყავს და მას გენერალ-მაიორი მიკოლა კუზნეცოვი ხელმძღვანელობს.
„კიევის დაზვერვის წარმომადგენლებს აცნობეს, რომ პუტინის ელიტარულმა დაჯგუფებამ, რუსეთში რეიდები და დაკავებები დაიწყეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის მასმედიაში მსგავსი ინფორმაცია არ გავრცელებულა, რადგან კიევის სპეცსამსახურებმა განაცხადეს, რომ მოსკოვის პერიმეტრზე ყველა სამხედრო ნაწილი მზადყოფნაშია.