წალენჯიხის მერი: პირადი ავტომობილი დამიწვეს

წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას ინფორმაციით, გვიან ღამით, სახლთან პირადი ავტომობილი დაუწვეს.

“ფაქტი დაახლოებით, 03:30 საათზე მოხდა. ჩემი პირადი ავტომობილია დამწვარი. მანქანა 100%-ით იყო გამართული. ექსპერტიზა ჩატარდა, მალევე მოვიდა პოლიცია და გამოძიება დაიწყო”, – უთხრა ხარჩილავამ ინტერპრესნიუსს.

იქამდე, ფოტო და ვიდეომასალა მერის მოადგილემ, თამარ ბელქანიამ Facebook-ზე გაავრცელა.

მერის მოადგილის თქმით, მანქანა სრულად არის დამწვარი.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share