ამ წუთებში ბუკნარში მუსლიმთა დიდი ჯგუფი სოფლის ცენტრისკენ მიემართება, სადაც ქრისტიანები არიან თავმოყრილნი.
პოლიციამ მათ გზა სოფლის შესასვლელში გადაუკეტა და არ აძლევს გადაადგილების საშუალებას, მიმდინარეობს მოლაპარაკება პოლიციასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის.
შეგახსენებთ, დილიდან სოფელ ბუკნარში მუსლიმი მოსახლეობა თავიანთ სამლოცველოსთანაა შეკრებილი. ისინი სოფელში მეჩეთის მოწყობას ითხოვენ, რასაც ადგილობრივი მაღთლმადიდებელი მოსახლეობა ეწინააღმდეგება. რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება წუხელ ჩხუბში გადაიზარდა, სადაც რამდენიმე ახალგაზრდა დაშავდა.