ჭადრების ბაღში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობისას, მუშებმა შეცდომით წყალგაყვანილობის მილი ამოთხარეს

ქალაქ ოზურგეთში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობისას, მუშებმა შეცდომით წყალგაყვანილობის მილი ამოთხარეს. ისინი ოზურგეთის ბაღში აწარმოებდნენ სამუშაოებს.

უცნობია, თუ რატომ გადათხარეს კონკრეტულად ის ადგილი ან რატომ არ ხდება კონსულტაციები ორ სამსახურს შორის, რატომ არ ხდება წყალკანალთან კოორდინაცია, როცა უკვე მერამდენე შემთხვევაა,  ცენტრალური წყალგაყვანილობის მილი არის ამოთხრილი.

რამდენჯერმე იყო შემთხვევა აგრეთვე, როცა კავშირგაბმულობის კაბელები გადათხარეს.

ფაქტი ისაა, რომ რამდენიმე საათია, წყალი იღვრება და იტბორება ქალაქის ცენტრი.

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ დატბორილ ტერიტორიაზე გადის მიწისქვეშა ელექტროსადენები, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს  და აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share