რუსეთი “ქართული ოცნების” საგარეო კურსით კმაყოფილია. ინფორმაცია მოსკოვიდან “ალტ ინფორას” წევრებმა ჩამოიტანეს. ოკუპანტებთან წარმოებული მოლაპარაკებების შემდეგ ‘კონსერვატიული პარტია” საქართველოში კონკრეტული დავალებით ჩამოვიდა. მათ ის ახალგაზრდები უნდა მოძებნონ, რომლებსაც უფასოდ სასწავლებლად მოსკოვში გააგზავნიან.
სამოქალაქო გეგმების შესახებ დირექტივები ზურაბ მახარძეს და სოტა მარტინენკოს დანაყოფს რუსეთს დუმის წევრებმა მისცეს.
ირკვევა, რომ ოკუპანტების ახალი პროექტი ქართველ ახალგაზრდებზე სრულად მორგებულია, მათ შორის , არასრულოვნებზე დ ა იმ ადამიანებზე, რომლებიც სპორტული მიმართულებებით არიან დაინტერესებულები. ამის მიზეზი კი “კონსერვატორიული პარტიის” ლიდერშიფის განმარტებით, რუსეთის მიმართ სიმპათიების გაჩენაა.
ჩვენ შეხვედრები გვქონდა მინისტრის დონეზე, შეხვედრები გვქინდა სახელმწიფო დუმის დეპუტატების დონეზე, საექსპერტო წეერეების დონეზე და იქ რაც დამოკიდებულება არის რეალურად, არის შემდეგი, ის რომ, ის რომ საქართველო არ გადაიქცა მეორე ფრონტად და პროდასავლური ძალების მცდელობების მიუხედავად, საქართველო ომში არ არის ჩარტული, ეგ პოზიტიურად აღიქმება რუსეთშ, – ამბობს ზურა მახარაძე.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველივე დღიდან “ალტ ინფოს’ წარმომადგენლები მოსკოვში რამდენჯერმე იმყოფებოდნენ, სადაც მაღალი რანგის შეხვედრები გამართეს. ახლა აქტიურად მიდის საუბარი იმაზე, უნდა გაერთიანდეს თუ არა საქართველო ევრაზიის კავშირში.