რატომღაც, როდესაც ტრაგედიები მოხდება, მერე ვართ გადაბრალების რეჟიმში და ამას უბრალო ადამიანები ეწირებიან _ ამის შესახებ სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ლადო აფხაზავამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“რატომღაც, როდესაც ტრაგედიები მოხდება, მერე ვართ გადაბრალების რეჟიმში და ამას ეწირებიან უბრალო ადამიანები. ვინც არის ამაზე პასუხისმგებელი,იმის მაგივრად,რომ გაიზიაროს, აღიაროს, დატოვოს სამსახური, შემდეგ ვხედავთ ამ ადამიანებზე პიარკამპანიებს. უბრალო ადამიანებს გვეუბნებიან, რომ პოლიტიკურ სარჩულს ნუ აძლევთ ყველაფერსო”_ განაცხადა ლადო აფხაზავამ.