ლანჩხუთში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გრძელდება. დღეს ჟორდანიას სახელობის სტადიონზე გოგონებს შორის საფეხბურთო ტურნირის პირველადგილოსანი გამოვლინდა.
ფინალურ ორთაბრძოლაში აკეთის საჯარო სკოლის გუნდმა ჩოჩხათის საჯარო სკოლის გუნდი 2:1 დაამარცხა და გოგონებს შორის გამარჯვებული გახდა. მესამე ადგილზე მესამე საჯარო სკოლის გუნდი გავიდა.
გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული გუნდები სიგელებით, მედლებით და თასებით დააჯილდოვეს.
ფინალურ მატჩს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა სპორტის 8 სახეობაში ჩატარდება.
ოლიმპიადა მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით იმართება.