“ჩემს საყვარელ დედას პუტინმა ღირსების ორდენი გადასცა” – კადიროვი

“რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებით, ჩემს საყვარელ დედას, აიმანი ნესიევნას ჯილდო – ღირსების ორდენი გადაეცა” – ამის შესახებ ინფორმაციას ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ავრცელებს.

კადიროვის ინფორმციით, მას ეს ჯილდო აქტიური სოციალური მუშაობისთვის მიენიჭა.

“ძალიან მიხარია და უზომოდ მადლობელი ვარ ვლადიმერ ვლადიმროვიჩისთვის დედას მიერ განხორციელებული საქველმოქმედო საქმიანობის დაფასებისთვის.” – აცხადებს ის.

ამასთან კადიროვი წერს, რომ აიმანი ნესიევნას გადაწყვეტილებით, ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ფონდი რეგულარულად უგზავნის ჰუმანიტარულ დახმარებას ე.წ. გათავისუფლებული ტერიტორიების მცხოვრებლებსა და ჯარისკაცებს. მისი თქმით, ჯამში უკვე 18 000 ტონაზე მეტი საკვებია გაგზავნილი და 100 მილიონ რუბლზე მეტი დაიხარჯა მხოლოდ საავადმყოფოებისთვის მედიკამენტებისა და ტექნიკის მიწოდებაზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share