ოზურგეთში, თეატრის შესასვლელშო სვეტებზე წარწერები დატოვეს. ამ დროსათვის უკვე დაწყებულია გამოძიება, თეატრის ვიდეოთვალის ჩანაწერების საფუძველზე, რომლითაც მთელი პერიმეტრი კონტროლდება, ამოცნობილი და დადგენილია დაახლოებით 9-11 წლის ორი არასრულწლოვანი, მრავალშვილიანი, სოციალურად შეჭირვებული ოჯახიდან, არის ვარაუდი, რომ პატარები ვიღაცამ დააფინანსა და წაახალისა. ნივთმტკიცებად ამოღებულია საღებავის ბალონები. მიმდინარეობს გამოძიება. თეატრის ხელმძღვანელები ვასო ჩიგოგიძე და ზაზა ჯინჭარაძე დაკითხვაზე იმყოფებიან”-ამბობს თეატრის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ლია კილაძე.