“გურიის მოამბემ” მოიპოვა ერთ-ერთი სათვალთვალო ვიდეო თვალის მიერ გადაღებული მასალა, რომელიც ასახავს როყვასა და გოგოტიშვილის დაპირისპირების დასაწყისს.
ფაქტი მომხდარია სოფელ ოზურგეთის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის წინ და ვიდეო თვალიც სწორედ ამ სავაჭრო ცენტრის კუთვნილებაა.
ვიდეო თვალით გადაღებულ კადრებში ნათლად ჩანს, თუ როგორ მიდის კონფლიქტის ადგილზე როყვა, სადაც მას დიდი ალბათობით გოგოტიშვილი ხვდება.
უშუალოდ დაპირისპირებასა და შემდგომ მკვლელობას ადგილი ჰქონდა სავაჭრო ცენტრის ვიდეო თვალის არეალის მოშორებით.
რედაქცია ამჟამად მუშაობს დამატებითი ვიდეო მასალის მოპოვებაზე.
კადრში შეიარაღებული გოგოტიშვილი ჩანს, რომელიც უახლოვდება როყვას ავტომობილს, ეს უკანასკნელი კი კარს კეტავს და მანქანას ძრავს