”მიშა ყაფლანიშვილი და ალექსანდრე მარტიაშვილი გამარჯვებულები არიან გმირული აღსასრულის შემდეგაც”

უკრაინაში, კიდევ ორი  ქართველი მებრძოლის დაღუპვას საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება:

”თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირი ბრძოლაში შესვლის წამიდან გამარჯვებულია.
უკრაინის და საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ ჩემი მეგობარი მიშა ყაფლანიშვილი და ალექსანდრე მარტიაშვილი და ისინი გამარჯვებულები არიან გმირული აღსასრულის შემდეგაც.
გმირებს ნუ შეეჭიდები,
სიკვდილო დამარცხდებიო. – წერია ერთ ქართულ ლექსში.
მიხეილ ყაფლანიშვილთან და ალექსანდრე მარტიაშვილთან ბრძოლაში სიკვდილი დამარცხდა, რადგან მათი სახელები სამარადისოდ დარჩება ქართველი და უკრაინელი ხალხების გულებში.
დიდება გმირებს!” – წერს სააკაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share