“არასამთავრობოებს ვუწოდე კოლექტიური გიგაურები, როგორც დაგვარქვეს მათ კოლექტიური მურუსიძეები” – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა TV იმედის ეთერში ისაუბრა.
„ახლა მოგეხსენებათ, რომ ევროინტეგრაციის დასკვნით ფაზაშია საქართველო, ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე, ბოლო რამდენიმე წელი არის განსაკუთრებული მონიტორინგი იმ მიზნით, საბოლოოდ გაწევრდეს თუ არა ევროკავშირში საქართველო. ერთ-ერთი ცენტრალური თემა ყოველთვის იყო სასამართლო ხელისუფლების რეფორმა.
ახლაც დაიწყო ახალი ტალღა ამ კამპანიის ისევ ე.წ. არასამთავრობოების, სამოქალაქო საზოგადოების მიერ. დღეს ვუწოდე კოლექტიური გიგაურები, როგორც დაგვარქვეს მათ კოლექტიური მურუსიძეები. ისინი ჩემთვის არიან კოლექტიური გიგაურები – თუ დავაკვირდებით განსხვავებული მოსაზრება არც ერთი მათგანისგან არ ისმის. რასაც გააჟღერებს მათი ე.წ. გურუ, ეკა გიგაური, დანარჩენები კვერს უკრავენ ერთხმად.
ჩემი აზრით 2 მოტივაცია არსებობს: ერთი – სუფთა მერკანტილური: რაც უფრო აპოკალიპტურ სურათს დახატავენ სასამართლო ხელისუფლებასტან მიმართებაში, უფრო მეტ დაფინანსებას მიიღევბენ. მეორე – ბუნებრივი კონტროლის მექანიზმი: მათ სურთ, რომ გარკვეულწილად საკადრო პოლიტიკაზე კონტროლის ბერკეტი მოიპოვონ“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.