ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა ტელეგრამ არხზე კიდევ ერთი პოსტი დაწერა, რომელშიც აღიარა, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში ხერსონის ოლქში ერთ–ერთი ჩეჩნური ქვედანაყოფი არტილერიით დაბომბეს და შედეგად 23 მებრძოლი გარდაიცვალა, 58 კი დაიჭრა.
გარკვეული დეტალები ემთხვევა რუსული ტელეგრამ არხების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 24 ოქტომბერს 40 კადიროველი დაიღუპა, 60 კი დაიჭრა ხერსონში Himars-ის რაკეტის მოხვედრის შედეგად.
კადიროვი წერს, რომ ადგილზე სამაშველო სამუშაოები დასრულებულია.
“დიახ, იმ დღეს, ერთ საათში დიდი დანაკარგები იყო. მაგრამ ჩეჩნები ჯიხადში მონაწილეობენ და იბრძვიან იბლისის ძალების წინააღმდეგ. თუ წმინდა ომში სიკვდილი გვიწერია, ეს ყოველი ჭეშმარიტი მუსულმანისთვის დიდი პატივი და სიხარულია. ყველა ჩვენგანი ოცნებობს ალაჰისკენ მიმავალ გზაზე დავიღუპოთ.
ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ სატანისტები შურისძიებას გადაურჩებიან. მივწვდებით და დაუნდობლად გავანადგურებთ.“– წერს კადიროვი და დასძენს, რომ იზუნებენ გარდაცვლილების ოჯახებზე.