როგორ უყვარდათ და უფრთხილდებოდნენ გურიაში სიდედრსა და დედამთილს
.
“ქვაზე ჯდომა არ არის კარგი. ვინც არ უნდა დაჯდეს ქვაზე, ყმაწვილი თუ ქალიშვილი, ახალგაზრდა თუ ასაკიანი, გურულებს სჯერათ, რომ მისი სიდედრი-დედამთილი “გაცივდება” ანუ მოკვდება.
.
გურიაში განსაკუთრებით უყვართ ეს ადამიანები, ამიტომ სიძე არაფრის დიდებით არ ჩამოჯდება ცივ ქვაზე იმის გამო, რომ მისმა ასეთმა საქციელმა სიდედრის სიკვდილი არ გამოიწვიოს”.
.
ტარასი მამალაძე – კავკასიის ადგილებისა და ტომების აღწერის მასალების კრებული 1893 წელი.
კახა ჩავლეშვილი