“ღმეეეეერთო ჩეეეეემო!!! მე მეგონა საქართველო უკვე ისეთ ფსკერზეა, რომ ამზე დაბლა დაშვება შეუძლებელია. თურმე სადა ხარ! ბორია-პატარა ცახესი აფრიკიდან ასწლოვან ბაობაბებს ელოდება! ეს კაცი ნორმალურია?!?!?!
ამაზე რამდენი თანხა უნდა დაიხარჯოს, ხომ წარმოგიდგენიათ? ნუ, თანხა ამ მილიარდერს არ გაუჭირდება, მაგრამ ეს იმ დროს ხდება, როცა ქვეყანაში უკიდურესი გაჭირვებაა და ხალხს პურის ფული არა აქვს. ჩვენი გაღორებულ-გაქსუებული და კომფორტულად ხელისუფლებაში მოკალათებული ხელისუფლება კი ამ ფსიქოპატს დიდ ქველმოქმედს და საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხელშემწყობს უწოდებს.
არ მავიწყდება მისი სიტყვები – „ქველმოქმედება ყველაზე სარფიანი ბიზნესი გამომივიდა, ამაზე დიდი მარჯი (მოგება) არაფერში მქონიაო.“
დაუკვირდით ამ სიტყვებს, კაცმა თავისი პირით სთქვა, რატომ „იქველმოქმედა“ – იმიტომ რომ მთელი ქვეყნის თავზე დაეჯვა და დაეფსა, როცა უნდოდა, როგორც უნდოდა, რამდენიც უნდოდა. იმიტომ რომ მთელი ჩვენი ჯიპიან-ღიპიანი სამღვდელოება ტრაკში ამოესვა. და რაც მთავარია, იმიტომ რომ ქვეყნის სათავეში აბობღებული არარაობები მონებად გაეხადა, რომლებიც მის დასაცავად მწყობრში დგანან და კუდს უქიცინებენ.
გახსოვთ, ერთხელ არჩევნების პირველ ტურში მისმა პარტიამ რო წააგო, რა ტრაწის ფერი ედო სახეზე, როგორ მათხოვარივით იხვეწებოდა ტელევიზორით, ცოტა დრო კიდევ მომეცით და აგაშენებთო. იცოდა, ყველაფერი ეს ხელიდან ეცლებოდა და აშენებას კი არა, სულ სამოთხის მოწყობას გპირდებოდათ. ხოდა, ხომ ვართ ეხლა სამოთხეში!
ღმერთი არ ვიცი, მაგრამ, დარწმუებილი ვარ, სატანა იცინის, იცინის, კვდება სიცილით”.
ამერიკაში მცხოვრები ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია სოციალურ ქსელში წერს.