საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი მისი ბიზნესპარტნიორი არ არის. ამასთან, ნოღაიდელი ამბობს, რომ იგი ისურვებდა ბიძინა ივანიშვილთან ბიზნესპარტნიორობას.
„ყველამ კარგად იცის, ვინც მიცნობს, ვინც წინააღმდეგია ჩემი და ვინც მომხრეა, მე არასდროს, არცერთ თამაშში მონაწილეობა არ მიმიღია. ეს იცის ყველამ კარგად. მე არ მინდა ამ პოლიტიკურ დისკუსიებში და პარტიულ დისკუსიებში მონაწილეობის მიღება. მე არ მინდა გავხდე საარჩევნო ფაქტორი ამ წინასაარჩევნო პერიოდში, ნამდვილად. თუ ვინმე შემეხება ბრალდებით, ცხადია, პასუხგაუცემელს ვერ დავტოვებ.
სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი ჩემი ბიზნესპარტნიორი არ არის. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, ბიძინა ივანიშვილზე უკეთესს ბიზნესპარტნიორს სად ნახავ კაცი საქართველოში, ან თუნდაც მსოფლიოში“, – განაცხადა ნოღაიდელმა.
მისივე განმარტებით, ის კახა კალაძის ბიზნესპარტნიორი იყო.
„ჩვენ ვიყავით ბიზნესპარტნიორები, დღეს კახა პოლიტიკაშია და შესაბამისად, ჩვენს საერთო საქმე აღარ გვაქვს“, – აღნიშნა ნოღაიდელმა.