“დღის მთავარი ამბის ბლიც-ანალიზში” გია ხუხაშვილმა ბიძინა ივანიშვილს მიმართა: “მოუხერხებია და ერთ-ერთ ინტერვიუში, ბიძინა ივანიშვილს ირიბად მეც ვუხსენებივარ და “კბილი გაუკრავს” – თუ როგორ ვაძლევდი მას “მცდარ რჩევებს”. ბორჯომი უხსენებია, სადაც მხოლოდ გავლით ვარ ნამყოფი… მით უმეტეს, აქციები ჩემი კომპეტენცია არ იყო, მე უფრო კაბინეტურ შრომას ვარ მიჩვეული. დამიშვია შეცდომები? დამიშვია, თუმცა, მისგან განსხვავებით, ბოდიშის მოხდაც შემიძლია. არასწორი პროგნოზებიც გამიკეთებია და იქვე, კორექტირებებიც მომიხდენია. რაღაცები მომინანიებია კიდეც, სულიერი სიმშვიდე მხოლოდ ასე მიიღწევა. მასაც იგივე მინდა ვურჩიო – მხოლოდ მონანიება დააწყნარებს და დაამშვიდებს მას. ბატონო ბიძინა, მოვინანიოთ ორივემ, მონანიებაზე გადის ჩვენი სულიერი სიმშვიდის გზა. ეს იქნება ჩემი მეგობრული რჩევა, ნამდვილად არ გეუბნებით ამას ნიშნისმოგებით. მე ყოველთვის თქვენი გულშემატკივარი ვიყავი და ახლაც ვრჩები ასეთად” – აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
მსგავსი სტატიები
- 91
ქებათა ქებათა ოლიგარქს-ივანიშვილის ალტერნატიული რეალობა. "ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ ბიძინა ივანიშვილის ქებასა და მისთვის ხოტბის შესხმაში ერთმანეთს ტოლს არ უდებენ, ეს არ ახალი თემაა და უკვე რვა წელია მის შესაფასებლად ქართველ ერს რა ეპითეტები აღარ მოუსმენია, თუმცა არსებობს ისეთებიც, რომლებიც თამამად შეგვიძლია საუკეთესოთა შორის საუკეთესოდ ვაღიაროთ. გთავაზობთ ყველაზე გამორჩულ ქებათა…
- 90
ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე 2020 წელს აჯამებს და სხვადასხვა ნომინაციაში "გამარჯვებულს" ავლენს: "ვაჯამებ წელს: წლის დამნაშავე: საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია. ხმების ქურდობისთვის და ხალხისთვის ხელისუფლების წართმევისთვის. წლის ანტიგმირი: ქართული პოლიცია ხალხის ნაცვლად, ერთი კაცის სამსახურში ყოფნისთვის, მართალთა უსამართლო ჩაგვრისთვის, დამნაშავეთა მფარველობისთვის და უდანაშაულოთა დევნისთვის. წლის გმირი:…
- 90
როგორ აფასებენ ივანიშვილის ინტერვიუს რასაცა გასცემ შენია - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას, გამოცემა Entrepreneur საქართველო, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეძღვნება. ინტერვიუს ძირითადი თემა ქველმოქმედება და ის თანხებია, რომელიც ივანიშვილმა ამ წლების მანძილზე, მისივე თქმით ქვეყნისა და ადამიანების დახმარებაში დახარჯა. პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ინტერვიუში, ივანიშვილი ამბობს, რომ მისი და მისი ცოლის განკარგულებაში მხოლოდ…
- 90
მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი სულ უფრო მდიდრდება. ირკვევა, რომ ბოლო ერთ თვეში მისი ქონება სულ მცირე, ასი მილიონი დოლარით გაიზარდა და ეს მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სულ უფრო უახლოვდება სიღარიბის ზღვარს და ივანიშვილის კლანი ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ფაქტობრივად არაფერს აკეთებს. მამუკა მდინარაძე: "კომპლექსის გაჩენას ცდილობენ…