რა შუაშია ვიღაც უნიჭო ლიდერი, ვიღაც ნიკა მელია, რომელიც ჩემთვის არავინ აღარ არის საერთოდ. თქვენ, ამომრჩეველი, ყველას არ ვეხები, იქ არიან ადამიანები, დღე და ღამე რომ ათენებენ – ვის უდგებთ ყურს, თქვენი ლიდერი რომ კვდება? თქვენ ვის უგდებთ ყურს, მანდ, საბჭოში რომ სხედხართ, ვის მისჩერებიხართ? ერთი დიდი აქცია იმისთვის, რომ მომაკვდავი პრეზიდენტი ცოცხალი გავიყვანოთ აქედან. რა გახდა ერთი აქცია და ამის მობილიზება? ჩემთვის გაუგებარია.