„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარ თავს დამართა ის, რაც ქვეყნისთვის უნდოდა, ქვეყნისთვის რიგგარეშე არჩევნებს ითხოვდნენ და რიგგარეშე არჩევნები პარტიაში მიიღეს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა არის არა მისი ხელმძღვანელობა, არამედ პარტიაში ღირებულებების არარსებობა. პარტია, რომელიც საქართველოში არის ავტორიტარული რეჟიმის ჩამომყალიბებელი, ოპოზიციიდან ზუსტად იგივე გონორით და მისწრაფებებით მოქმედებს. ვიდრე ეს პარტია არ შეიცვლის ამ მიდგომებს, ამ პრინციპებს და არ აღიარებს დემოკრატიას, მანამდე „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკაში მომავალი არ აქვს. იქნება იმ მხარდაჭერის ამარა, რაც აქამდეც ჰქონდა და ყოველთვის იქნება ამ ჭრილში დამარცხებული, რადგან ისინი დემოკრატიული მმართველობის მარტივ პრინციპებს არ აღიარებენ. პრობლემა არის პარტიის მმართველობა, არამედ პარტიის ღირებულებითი პრობლემები, რაც აქვთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.