ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ჩაწერილია, როგორც გადასალახი პრობლემა.
„ივანიშვილი სერიოზულ გავლენას ახდენს პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცხოვრებაზე ქვეყანაში. ის რეზოლუციაში ჩაწერილია, როგორც გადასალახი პრობლემა. საბოლოო რეზოლუციაში ეს ყველაფერი დემოკრატიული ენით არის აღწერილი. ცხადია, ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და ამას აფიქსირებენ ევროპარლამენტარებიც. რა თქმა უნდა, თავის ანგარიშში ევროპარლამენტი ძალიან ცხადად უსვამს ხაზს სახელსა და გვარს იმ მიზნით, რომ საქართველოს ხელისუფლებას მიუთითოს, სად არის პრობლემა. ყველაფერი ქართველი ხალხის ხელშია, ჩვენ ევროპარლამენტის გადმოსახედიდან ვმსჯელობთ და სულ ეს არის. თუ ხელისუფლება ვერ ახერხებს სიტუაციის მართვას, ფაქტია, რომ სხვამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ საკითხზე. თუ საქართველოს მხრიდან პასუხი არ იქნა, ეს საკითხი გადაიდება და ის ვერ შეუერთდება უკრაინასა და მოლდოვას“, – განაცხადა კუბილიუსმა.