საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია აცხადებს, რომ თუ არჩევნებზე 55%-ზე მეტი ხალხი მივა, ოპოზიციის გამარჯვება გარდაუვალია.
ამის შესახებ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომელიც facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
„სულ ცოტა დრო გვაშორებს გამარჯვებასთან და დარწმუნებული ვარ, ამ გამარჯვებაში ბევრი ფაქტორის გამო. ოღონდ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი გამარჯვება იქნება გარდაუვალი თუ არჩევნებზე მოვა 55%-ზე მეტი ხალხი. მათ აქვთ მინიმუმი ადმინისტრაციული რესურსი, ვინც ხმას აძლევს, პლიუს მოსყიდვა, ეს საშუალება აქვთ დარჩენილი, სხვა აღარავინ აძლევს ხმას, მაგრამ იმისათვის, რომ ეს განეიტრალდეს, ჩვენ გვჭირდება, რომ მოვიდეს ამომრჩევლების 55%-ზე მეტი. დაახლოებით იმდენივე, რამდენიც მოვიდა საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამისათვის, ხალხს უნდა დავაჯეროთ, რომ აზრი აქვს არჩევნებზე მოსვლას, ისინი კი ყველაფერს გააკეთებენ, რომ პირიქით დააჯერონ.
მოიგონეს ყალბი ისტორიები, კიდევ აპირებენ რაღაც ჩანაწერების გამოყრას, მაგრამ იმისათვის, რომ ხალხი მოვიდეს ახლა უნდა გავიშალოთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მსგავსი სტატიები
- 35
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მორიგ ვიდეომიმართვას აქვეყნებს, რომელშიც საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მაღალ აქტივობაზე საუბრობს და მოსახლეობას არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდებს. „ძალიან ნიშანდობლივი ამბავია, რომ საარჩევნო უბნებზე არის ამომრჩევლის მაღალი აქტივობა. ეს მაგარია, რადგან მთელი სახელისუფლებო პროპაგანდა მიმართული იყო იმისკენ, რომ კოვიდია და არ წახვიდეთ არჩევნებზე. როდესაც სახელისუფლებო რესურსი ისედაც მუშაობს…
- 34
ქვეყანაში ძალიან მოხშირდა ბანკისა თუ ფინანსური სექტორის ძარცვა. გუშინ თბილისის ზღვის ჰოსპიტალშიც შეიჭრნენ მძარცველები. არის წვრილმანი ხულიგნობის ფაქტები… კრიმინოგენული სიტუაცია არც თუ ისე სახარბიელოა. დაუსჯელად გაუჩინარებულმა ზუგდიდის ბანკის მძარცველმა, თითქოს სეზონი გახსნაო, ერთმანეთს მიეწყო დანაშაულებები. საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ სიტუაციას ასე აფასებენ. მურმან ჯინორია: – ძალიან ცუდი მდგომარეობაა. თუ…
- 34
დღეს ირაკლი კობახიძემ ამ გამოსვლით, პრაქტიკულად, ცივი წყალი გადაასხა მოლაპარაკების პროცესს, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უფლებამოსილების გაუქმებაზე საუბარი, ფაქტობრივად, ხარაკირია , - ამის შესახებ ექსპერტმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითიც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის მიერ ოპოზიციის მისამართით დღეს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. პაატა ზაქარეიშვილის განმარტებით, ლოგიკური იქნება, თუ მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ…
- 33
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს: "ცოტა ვრცლად დავწერ რატომ მეპარება ეჭვი, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა ანუ გაყალბდა ისე, რომ შედეგზე გავლენა იქონია, თორემ დარღვევები ყველა არჩევნებზე არის და ეს რომ გამოსასწორებელია, ამაზე არავინ დავობს: არ არსებობს არჩევნების არცერთი ობიექტური დამკვირვებელი, რომელიც ამბობს თუნდაც იმას, რომ არჩევნები არ…