ამ წუთებში სოფელ ბუკნარში სიმშვიდეა. მართლმადიდებელი და მუსლიმი მოსახლეობა, მზადაა შესარიგებლად და ერთად თანაცხოვრებისათვის. მხარეები, გარე ძალებიდან მართულ პროვოკაციაზე საუბრობენ და ამბობენ რომ ყველაფერს გააკეთებენ რათა ეს პრობლემა მშვიდობიანად მოგვარდეს.
13 საათზე მუსლიმთა სამლოცველოში პარასკევის ტრადიციული ლოცვა გაიმართება. რის შემდეგაც საბოლოო შერიგების მოლაპარაკება უნდა შედგეს.
შეგახსენებთ, რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუკნარში 12 იანვარს დაიწყო. ადგილობრივი მუსლიმი თემი, სოფელში მეჩეთის მოწყობას და ლოცვის უფლებას ითხოვს, რასაც ადგილობრივი მაღთლმადიდებელი მოსახლეობა ეწინააღმდეგება.