“ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში მიმდინარე მოვლენებს საკუთარ ფეისბყკ გვერდზე ეხმაურება და ამ ყველაფერს ერდოღან–პუტინის სამომავლო გარიგებად აფასებს აჭარა—გურიაში თურქეთ —რუსეთის ე.წ სამშვიდობო ძალების შემოყვანის მიზნით:
“ბუკნარის პროცესებში მე დაზუსტებით ვხედავ ერდოღან–პუტინის სამომავლო გარიგებას აჭარა—გურიაში თურქეთ —რუსეთის ე.წ სამშვიდობო ძალების შემოყვანაზე თითქოსდა ერთმანეთს დარეული ქართველების დასაშორიშორებლად და ბათუმის პორტო–ფრანკოდ ანუ თავისუფალ ქალაქად გამოცხადების სქემებს..რაც სამუდამო დაშორებაც გახდება. რაც მთავარია წარმოშობილი არეულობა ტუზივით დაეცემა ვითომ პოლიტიკიდან წასულ ივანიშვილს,რომლის პასუხისმგებლობა აღარავის გაახსენდება. ამიტომ ვინც ხართ მანდ ჩათრეული საპროვოკაციოდ ყველა წაეთრიეთ სახლებში ხალხი კი თვითონ მორიგდება რამენაირად.ისე ეროვნული სირცხვილია უპირველესად ეს ყველაფერი,ნუ გეწყინებათ და ჩვენი დანარჩენებოს არ იყოს არც ბუკნარელებია მაინც და მაინც ჯვარწამოკიდებული უფლის გზაზე ზუსტად მიმავალნი და არ იქაური მუსლიმებმა იციან სათანადოდ ყურანის სიღრმისეული ფილოსოფია და სურადან ციტატები. ამიტომ იმუშავეთ უპირველესად თქვენს თავებზე. ღმერთთან მიახლოებას არ სჭირდება მიტინგები და მით უფრო ჭიდაობა”-წერს ნათელაშვილი.