სკანდალი საპატრიარქოში- ეპისკოპოსს ზენონს ეპარქიის მართვა ჩამოართვეს

დიდი სკანდალი საპატრიარქოში — “ფორმულას”  ინფორმაციით, ეპისკოპოს ზენონ იარაჯულს ბრიტანეთის ეპარქიის მართვის კანონიკური უფლება ჩამოერთვა.

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მედიაში გავრცელებული ცნობები, იმის შესახებ რომ ეპისკოპოსი ზენონი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფაილებისა და მოსმენების გამო უკმაყოფილო იყო და გამოძიების დასრულებამდე ქვეყანაში ჩამოსვლას არ აპირებდა.

“ფორმულას” ცნობით, ამის შემდეგ საპატრიარქომ მთავარეპისკოპოსი თბილისში დაიბარა, თუმცა იგი საქართველოში არ ჩამოვიდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარს არ აკეთებს არც საპატრიარქო და არც თავად ეპისკოპოსი ზენონი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share