სააკაშვილს აქვს დემენცია, წყვეტა აქვს ტვინის ფუნქციის და განცხადების დაწერას ვერ შეძლებდა – ვალერი გელბახიანი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ვალერი გელბახიანი მისი დაცვის ქვეშ მყოფის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სააკაშვილს განცხადებების წერის უნარი ახლა არ გააჩნია.

„სააკაშვილს ახლა განცხადებების წერის უნარი არ გააჩნია, მარცხენა მტევანს საერთოდ ვერ ამოძრავებს, როგორ დაწერდა, როგორ დაჯდებოდა, ეს მიკვირს, მგონია, რომ სხვისი ინტერპრეტაციაა. ინტერპრეტაცია გაუკეთა იმას ქალბატონმა გიული ალასანიამ, რაც უთხრა მიხეილ სააკაშვილმა, რადგან სააკაშვილი ამის თავად ტექსტის შეძლებას ვერ შეძლებდა, ადამიანს აქვს დემენცია, წყვეტა აქვს ტვინის ფუნქციის და როგორ შეიძლება, რომ ასე იყოს“, – განაცხადა ვალერი გელბახიანმა „ტვ პირველის“ ეთერში.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მოწამვლასთან დაკავშირებით წერდა და აღნიშნავდა, რომ მას არასდროს მისი არცერთი ადვოკატისთვის არ უთქვამს, რომ მოწამლეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share