სასტიკი ძალადობა მონაზონზე – “შაბათის ეთერმა” გამაოგნებელი ამბის შესახებ ახალი დეტალების გარკვევა შეძლო.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, ერთი-ერთი მათგანი წარსულში მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევია.
რა მოხდა ცხრამუხის დედათა მონასტერში? – ძარცვის მიზნით, 27 და 39 წლის კაცი საღამოს 18:00 საათისთვის შევიდა. ერთი ხარაგაულის მკვიდრია, მეორე ხაშურში ცხოვრობდა. მძარცველები, მთვრალები იყვნენ, ისინი ტაძრიდან შესაწირი ყუთის მოგლეჯას ცდილობდნენ, რადგან იქ ფული ეგულებოდათ. მრევლის ინფორმაციით, უშვილო წყვილები დედაოსთან ხშირად ჩადიოდნენ, რადგან ის მათთვის უშვილობის სამკურნალო ლოცვას აღავლენდა, სავარაუდოდ, მძარცველებს ჰქონდა განცდა, რომ მრევლი მონაზონს დიდ შესაწირს უტოვებდა.
ხმაურზე მათ მონაზონმა შეუსწრო, რასაც დედაოზე თავდასხმა მოჰყვა. გამოძიება გაუპატიურებისა და ყაჩაღობის მუხლებით მიდის. მონაზვნის შემდეგ სავარაუდოდ ჩადენილი იყო ჯგუფურად, სექსუალური ხასიათის დანაშაული.
მონაზონი ისე სასტიკად არის ნაცემი რომ ტვინის შერყევა აქვს, მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს სახის არეში.
სასტიკად ნაცემი დედაოს გადარჩენას ახლა კავკასიის მედიცინის ცენტრის ექიმები ცდილობენ. ჯერ ქვეყნის ერთ ერთი მთავარ ჰოსპიტალში განცხადება არ გაუკეთებიათ, ექიმები არაფერს ამბობს მონაზვნის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. 70 წლის მონაზონი თბილისში კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ ხაშურიდან გადმოიყვანა.