„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბესო წერედიანი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ წერს, რომ მას ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის წამება სიამოვნებს.
„მთელი დღეა მესმის,ბიძინას შეეშინდა მიშას გამოყვანა იმიტომ რომ საზოგადოება ნახავდა რა დღეშიცაა… ხუმრობთ არა?
გახსოვთ პირველი სხდომები მიშას გარეშე ტარდებოდა,მაშინაც იგივე ამბავი იყო ატეხილი,ბიძინას ეშინია იმისი რასაც მიშა იტყვის,მერე გამოიყვანა,მიშამაც ილაპარკა…შედეგი?
შედეგი იყო ის რომ ჯერ ერთი გვახვეწნინა,მეორე კი ის რომ შეგვაჩვია,ორთქლი გამოგვაშვებინა და შემდეგ გამოიყვანა,
გინდათ სანაძლეო რომ მიშას ამ და უარეს მდგომარეობაშიც მიიყვანენ სასამართლოზე?
გვაკივლებს,ორთქლს გამოგვაშვებინებს,მიგვაჩვევს და გაიყვანს სასამართლოზე,დაუძლურებულს,ცუდად მყოფს,განადგურებულს ფიზიკურად და ამით სიამოვნებას მიიღებს,
ვერ ხვდებით რომ თავად პროცესი სიამოვნებს?
ვერ ხვდებით რომ ტიპი შიზოიდი მანიაკია,მკვლელი რომელსაც თავად პროცესი ანიჭებს სიამოვნებას და ეს ყველაფერი ამიტომ ხდება?
თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ყველაზე მძიმე ჩანაწერები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სპეციალურად იწერება მისთვის,უგზავნიან და უყურებს,უყურებს და ამისაგან იგივე სიამოვნებას განიცდის როგორც სერიული მკვლელი მსხვერპლის დახვეწილი წამებისაგან“, – წერს წერედიანი.