ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან, კახა ასკურავა სოფელ ჩონჩხათში სასმელი წყლის პრობლემის შესახებ წერს.
ასკურავას განცხადებით, ლანჩხუთის ბიუჯეტიდან ორასი ათას ლარზე მეტი, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას მოხმარდა, თუმცა მოსახლეობას წყალი ისევ არ აქვს:
”ეს აკოფი არ გეგონოთ,აქ უნდა ესხას წყალი და ოთხმოც გულიანელს(ჩოჩხათელს)უნდა უწყვეტდეს სასმელი წყლის პრობლემას.
ეს გვირაბი,სადაც წყლის მაგივრად ობობები ბინადრობენ ახლა, ორასი ათას ლარეზე მეტი დაუჯდა ლანჩხუთის ბიუჯეტს.
შემსრულებულმა გახსნის დღეს მოიტანა ცისტერნებით წყალი, ჩაასხა,გახსნა და მას მერე არც წყალი უნახია მოსახლეობას და არც შემსრულებელი” – წერს ასკურავა.