არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოდან ევროკავშირის აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების წარმომადგენლებთან მეოთხე დღეა შეხვედრებს მართავენ. ბრიუსელში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ნიკა გვარამიას პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობაა.
“აქტიურად ვმართავთ შეხვედრებს პრაქტიკულად ყველა უწყებასთან და ასევე პარლამენტარებთან და ვსაუბრობთ ამ 12 პუნქტის შესრულების საკითხზე. ადარდებთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროპარლამენტარების ლანძღვა, აუგად მოხსენიება, ასევე, ძალიან დიდი შეშფოთებას გამოთქვამენ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ასეთი ფრაზაც კი გაჟღერდა, თუ პრეზიდენტი მოგიკვდათ ციხეში, დაივიწყეთ საერთოდ ყველაფერი”, – თქვა “საფარის” ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი, ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ მათთვის კარგადაა ცნობილი რას აკეთებს და რას არ აკეთებს ხელისუფლება 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, შეხედრებზე ძირითადი აქცენტი კეთდებოდა “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე.