“შედით, შებრძანდით და პარლამენტის ბუფეტში “ტვიქსი” იყიდეთ და გაიყავით ბიჭებმა”-მიმართვა ელისაშვილს და იოსელიანს

“შედით, შოკოლადი “ტვიქსი იყიდეთ, გაიყავით პარლამენტში და შეჭამეთ – თაკო ჩარკვიანმა ამ სიტყვებით ლევან იოსელიანსა და ალეკო ელისაშვილს მიმართა გადაცემა “მთავარ დებატებში”, სადაც ოპოზიციის ბოიკოტის რეჟიმში დარჩენის თემას განიხილავდნენ: “ერთადერთი გამოსავალი ახლა არის პარლამენტში არ შესვლა, ბრძოლა ბოლომდე, რომ მოპარული არჩვნები დააბრუნოს. ახლა რაც შეეხება ალეკოს და ლევანს, მე მართლა გულწრფელად მეცოდებით ბიჭებო, მართლა ცუდად გამოიყურებით ეკრანზე. გეტყვით ერთ რამეს, თქვენ იქ კანონებს ვერ მიიღებთ, ერთადერთი რაც შრგიძლიათ გააკეთოთ, შბუფეტს მიაკითხოთ პარლამენტში, იყიდოთ შოკოლადი “ტვიქსი” და გაიყოთ. რომ დაგვანებოთ თავი ბრძოლაში, იმიტომ, რომ ქვეყანაა გადასარჩენი და თქვენი კორუფციული მამაძაღლობებისთვის არ გვცალია. დავიღალეთ. ამდენი ხანია ვითმენთ და თქვენ ანგრევთ ოპოზიციის ერთობას. ეს არის შანტაჟი, ეს არის ავანტიურა. შედით, შედით! შგვეშვცით რა! ამაზრზენია უკვე ყველაფერი. შებრძანდით! რას გავს ეს ვერ გავიგე. გამოხვედით ჯერ და გაყალბდაო-იძახეთ, მეორე დღეს-არ გაყალბდა! ერთ დღეს იძახით-არ შევდივართ, ნეორე დღეს-შევდივართ! რას გავს ეს? მასხარები გახდით”-მიმართა თაკო ჩარკვიანმა ლევან იოსელიანს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share