”9 000-ზე მეტი პატიმარი გვყავს და ყველა გვაგინებს გულში, ჩვენ რატომ არ გვაქვს ასეთი უფლებებიო და რა ვქნათ, თმენის ვალდებულება გვაქვს და დემოკრატია ეს ყოფილა. ჩვენ ყველასთვის უნდა ვიყოთ მოსაწონი. აქედან ვსვამ ამ შეკითხვას: რა მოხდა, რატომ არ მიიტანეთ ლეპტოპი?! დღეს ველოდებოდი სასამართლოს და თქვენგან [წამყვანის] ვიგებ ამას და ვსვამ კითხვას, ვეკითხები ვისაც ევალებოდა: ლეპტოპი არ გვაქვს მართლა?! გაგვიჭირდა ლეპტოპის მიტანა?! რატომ არ მივიტანეთ?!. რა გგონიათ დეპუტატი ვარ, ვალდებულებები მაქვს და სიტყვას ვერ ვიტყვი?! მე ყველაფერს ვლაპარაკობ, ადამიანებს პირში ველაპარაკები, მიზეზი უნდა გავიგოთ ჯერ რა მოხდა. ტექნიკურ სამსახურს ვეკითხები, რა ტექნიკური მოუგვარებელი დაგემართათ, რომ არ ჩართეთ ეს ადამიანი?! სიამოვნებით მოვისმენდი პასუხს და ამ პასუხის შემდეგ გავაკეთებდი ჩემს კომენტარს. ახლა მე მხოლოდ კითხვის დასმა შემიძლია”
– თქვა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლადო კახაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.