“გაიხადეთ სიყვარული იარაღად, იმისთვის, რომ ნებისმიერი ბოროტება დაამარცხოთ”

“თუ გსურთ, სამყარო უკეთესი გახადოთ, ჯერ საკუთარი თავი შეცვალეთ”.
– – –

“სიძულვილით სავსე სამყაროში ჩვენ მაინც უნდა გავბედოთ იმედის ქონა. ბრაზით სავსე სამყაროში მაინც უნდა გავბედოთ ნუგეშისცემა. სასოწარკვეთილებით სავსე სამყაროში გავბედოთ ოცნება და უნდობლობით სავსე სამყაროში – მინდობა”.
– – –

“ამბობენ, რომ აღზრდა ცეკვას ჰგავს – მშობელი დგამს ერთ ნაბიჯს, შვილი კი -მეორეს”.
– – –

“სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, შემოქმედის ცეკვაა. მოცეკვავეები მოდიან და მიდიან თვალის დახამხამებაში, მაგრამ ცეკვა გრძელდება”.
– – –

“გაჰყევით თქვენს ოცნებებს, თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ისეთი, როგორიც გსურთ, რომ იყოთ”.
– – –

“რისთვისაც მართლაც საჭიროა გამბედაობა, — ეს გულწრფელობაა”.
– – –

“მთავარი, უბრალოდ, უკეთესის მოლოდინი კი არა, — უკეთესის რწმენა არის”.
– – –

“გაიხადეთ სიყვარული იარაღად, იმისთვის, რომ ნებისმიერი ბოროტება დაამარცხოთ”.
– – –

“წარმატება შურს იწვევს და ძალიან მტკივნეულია, როდესაც შენი არ ესმით, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ცდილობ, რომ გაგიგონ… ყოველთვის გამოჩნდებიან ისეთები, ვინც გაგკიცხავთ”.
– – –

“თუ ამ სამყაროში იმაში დარწმუნებული მოდიხარ, რომ ბევრს უყვარხარ… და იმავე რწმენით ტოვებ მას, ყველაფერი, რაც შუალედში მოხდა, ნაკლებად მნიშვნელოვანია”.
– – –

“თუ საკუთარ თავში დარწმუნებული არა ხარ, კარგი არასდროს არაფერი გამოგივა. რადგან, თუ შენ არ ენდობი შენს თავს, სხვა ვინ დაგიჯერებს”?
– – –

“ის არ ღალატობს, ვინც იცის, ეს რამდენად მტკივნეულია”.
ნუ განსჯით ადამიანს, ვიდრე პირადად არ დაელაპარაკებით, რადგან, ყველაფერი რაც თქვენ გაიგეთ — ჭორია.
– – –

“ვარსკვლავი არასოდეს მოკვდება. ის უბრალოდ ღიმილად იქცევა და ისევ იფრქვევა კოსმიურ მუსიკად, ცხოვრებისეულ ცეკვად”.

მაიკლ ჯექსონი

jolo.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share