საია-ს ინფორმაციით, გამგეობის სხდომა დღეს გაიმართა.საიას თავმჯდომარედ ორგანიზაციის გამგეობამ ნიკოლოზ სიმონიშვილი აირჩია.თავმჯდომარის მოადგილედ გვანცა საკანელაშვილი აირჩიეს.
ნიკა სიმონიშვილი 2020 წლის მარტიდან იყო მედიის სამართლებრივი დაცვის პროექტის ხელმძღვანელი. 2019 წლის ნოემბერში საერთო კრებამ აირჩია საიას გამგეობის წევრად.
„2018 წლის აგვისტოდან 2020 წლის მარტამდე იყო საიას წარმომადგენელი პარლამენტში და ანალიტიკოსი ადამიანისუფლებების დაცვის პროგრამაში. 2017 წლის მაისიდან 2018 წლის აგვისტომდე ის მუშაობდა საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში წამყვან სპეციალისტად.
ნიკოლოზი იყო და დღემდე აგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოწვეული ექსპერტის რანგში, კანონმდებლობის რეფორმისა და ინსტიტუციური საჭიროებების კვლევის საკითხებში.
ნიკოლოზს საიაში აქვს საადვოკატო საქმიანობის გამოცდილებაც. 2013 წლის იანვრიდან ის იყო იურიდიული დახმარების ცენტრის სტაჟიორი, ამავე წლის ოქტომბერში გახდა იურისტ-კონსულტანტი, ხოლო 2015 წლის მარტიდან ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. მას წარმატებით ნაწარმოები აქვს საიას არაერთი სტრატეგიული საქმე. 2015 წლის მარტიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მსგავსი სტატიები
- 98
ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე 2020 წელს აჯამებს და სხვადასხვა ნომინაციაში "გამარჯვებულს" ავლენს: "ვაჯამებ წელს: წლის დამნაშავე: საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია. ხმების ქურდობისთვის და ხალხისთვის ხელისუფლების წართმევისთვის. წლის ანტიგმირი: ქართული პოლიცია ხალხის ნაცვლად, ერთი კაცის სამსახურში ყოფნისთვის, მართალთა უსამართლო ჩაგვრისთვის, დამნაშავეთა მფარველობისთვის და უდანაშაულოთა დევნისთვის. წლის გმირი:…
- 98
ჟურნალიტი ვახო სანაია თავდასხმის დეტალებს ყვება. „მაქვს დაზიანება როგორც თავზე, ასევე სხეულის სხვდასხვა მიდამოში. წუხელ დაახლოებით პირველის ნახევარზე ჩემი მეუღლე, ჩემი შვილი და ძიძა და ჩვენი ოჯახის კიდევ ერთი წევრი ჩამოვიდნენ თურქეთიდან, ბავშვი იყო სამკურნალოდ წაყვანილი და აეროპორტში დავხვდით, შემდეგ აეროპორტიდან წამოვედით ვაკეში, იქ დავტოვეთ ერთი ადამიანი და უკან უნდა ამოვბრუნებულიყავით, …
- 97
"ოპოზიციამ ცუდად იმუშავა ბევრი მიმართულებით"-აცხადებს ექსპერტი არჩილ გამზარდია, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება, სადაც საქართველოზეცაა საუბარი: "ოპოზიციამ ცუდად იმუშავა ბევრი მიმართულებით. ვერც აქ დაიცვა ხმები, ვერც პარტნიორებთან"-წერს გამზარდია. სიმართლე. მე მგონი, უკვე დროში და სივრცეშიც არ ფლობს სიტუაციას და უეფექტო სატელევიზიო ცხოვრებას, ჯობს, დასხდნენ და ჩამოყალიბდნენ რაიმე…
- 96
რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, მთავრობის წარმომადგენლებთან და ეპიდემიოლოგებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა,რომ შეხვედრა ყოველგვარი შეთანხმების გარეშე დასრულდა და მეტიც, ეპიდემიოლოგების არგუმენტები სრულიად გაუგებარი აღმოჩნდა ბიზნესისთვის. „შეთანხმება არაფერზე არ მომხდარა. წარმოიშვა ძალიან დიდი უფსკრული ბიზნესსა და სახელმწიფოს გადამწყვეტლებს შორის. რთულად წარმოსადგენია, ეს უფსკრული როგორ შეივსება. აქ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას…