ოზურგეთის მერიას ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ფილების დაგებისას მიწისქვეშა გაყვანილობების მოწესრიგება დაავიწყდა, რის გამოც, ახლად დაგებული ფილები ისევ აყარეს და მის ხელახლა დასაგებად ემზადებიან
ბოლო ერთი თვის განმავლობაში გურიის ადმინისტრაციული ცენტრის მთავარ ქუჩებში ტრორუარებზე ერთი და იგივე ფილები მესამეჯერ დაიგება
ოზურგეთის ვიცე მერი გიორგი ღურჯუმელიძე პირადულ საუბრებში ადასტურებს, რომ ახალდაგებული ფილების მოთხრა და ხელახლა დაგება ელექტროსადენების, ბუნებრივი აირისა და წყალგაყვანილობის სისტემის მოწესრიგების დავიწყებამ განაპირობა – თუმცა ოფიციალურ კომენტარში პასუხებს გაურბის და მომხდარს არც უარყოფს და არც ადასტურებს:
“თქვენ რა არ მოგწონთ რაც კეთდება?” შეკითხვაზე შეკითხვით გვიპასუხა ვიცე მერმა.
“ჩვენ გვაინტერესებს რატომ მოხდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაგებული ფილების ორჯერ აყრა და მისი თავიდან ფაგებისათვის მზადება? რა დაუჯდება ეს ბიუჯეტს დამატებით?” – ვკითხეთ ვიცე მერს:
“არაფერიც არ დაუჯდება, პროექტი დასრულდება გათვლილ ვადებში, ამაზე უკვე გიპასუხეთ, ცუდია რაც კეთდება?” ასე აარიდა პასუხი ჩვენს კითხვებს გიორგი ღურჯუმელიძემ.
ოპოზიციაში მიიჩნევენ რომ მომხდარი გარდა იმისა რომ დიდ ზარალს აყენებს ადგილობრივ ბიუჯეტს ცხადყოფს მთავარ პრობლემას – ტენდერებში მერისა და პარლამენტარის ძმები თალაკვაძეების მეგობრები იმარჯვებენ რომლებსაც არც კო0მპეტენცია გააჩნიათ და არც კვალიფიკაცია, იმარჯვებენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ძმებ თალაკვაძეებს ასე სურთ:
“ეს არის კლასიკური მაგალითი, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ნეპოტიზმმა, ძმები ავთანდილ და არჩილ თალაკვაძეები უხეშად ერევან ტენდერებში და მასში მონაწილეობა ყველას აკრძალული აქვთ მათი სამეგობროს გარდა, ისინი კი, არ გააჩნიათ რა არანაირი გამოცდილება და კვალიფიკაცია, პროექტებს შესაბამისი სამსახურების, ამ შემტხვევაში “ენერგო პროს”, “სოკარის” და “წყა;კანალის” წარმომადგენლებთან კომუნიკაციის გარეშე ახორციელებენ და მივიღეთ ის რაც მივიღეთ, საახალწლოდ გადათხრილი ოზურგეთი, გაჭიანურებული სამუშაოები და დაზარალებული ბიუჯეტი” – აცხადებს ოზურგეთის მუნიციპალურ საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე, დავით მჟავანაძე.