“თვალთხარიას რომ ეძახდნენ, მკერდით ვიყავით გადაფარებულები” – ყაველაშვილი გახარიას აგენტს უწოდებს

“ოცნებიდან” წასული დეპუტატი, “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ყაველაშვილი ყოფილი პრემიერის, პარტია “საქართველოსთვის” დამფუძნებლის გიორგი გახარიას კრიტიკას მედიასთან პასუხობს. მისი თქმით, მთავრობის ყოფილი მეთაური და მისი თანაპარტიელები მოღალატეები არიან. ყაველაშვილმა გახარიას 20 ივნისის მოვლენებიც შეახსენა:

“ხო ფაქტია, რომ ეს ადამიანები ჩემი თანამებრძოლები იყვნენ და აგენტები აღმოჩნდნენ. ამ ფერხულში რო ჩაერთვები აგენტი ხარ.

გახარია აქ არ იყო მკერდით რომ ვიცავდით, თვალთხარიას რომ ეძახდნენ და მკერდით ვიყავით გადაფარებული. აგენტურაა აბა რა არის? რა არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს.

აორთქლებულია გახარია, მაგის სიტყვას არ აქვს ფასი. ვის რა უნდა მოკითხოს”. – თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.

შეგახსენებთ, რამდენიმეთვიანი გაუჩინარების შემდეგ, გიორგი გახარია ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე პირველად ალაპარაკდა. მისი თქმით, ივანიშვილი პოლიტიკიდან იმიტომ წავიდა, რომ ისევ პოლიტიკაში დარჩენილიყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share