ოზურგეთში წინა საახალწლო ღონისძიებები გრძელდება – ქალაქის ცენტრალურ მოედანზე კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრთან არსებული სტუდიების, ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით შესრულდა თანამედროვე ცეკვისა და საესტრადო სიმღერების ნომრები; ჩატარდა თოჯინების თეატრის წარმოდგენა და მოეწყო საშობაო ბაზრობა.
ღონისაძიება, რომელიც ოზურგეთის მერიის ორგანიზებით გაიმართა, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი ლალი სიჭინავა თანამშრომლებთან და მოქალაქეებთან ერთად დაესწრო.