გურიის მოამბე

„ერთად ევროპისკენ!“ – კვირას, 28 სექტემბერს, 19:00 საათზე თბილისში ქართულ-გერმანული მეგობრობის მარში გაიმართება

„ერთად ევროპისკენ!“ – კვირას, 28 სექტემბერს, 19:00 საათზე თბილისში ქართულ-გერმანული მეგობრობის მარში გაიმართება.
💬 „გერმანია არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი. მისი აქტიური მხარდაჭერით, უკვე მრავალი წელია ჩვენი ქვეყნაში მიმდინარეობს ინსტიტუტების გაძლიერება, ინფრასტრუქტურული განვითარება თუ ახალგაზრდებისთვის ახალი, მრავალფეროვანი შესაძლებლობების შექმნა.
გერმანიის ელჩი საქართველოში არის ამ პარტნიორობის სიმბოლო. მისი ღია მხარდაჭერა დემოკრატიის, სამართლის უზენაესობისა და ევროპული ინტეგრაციისათვის წარმოადგენს იმ ღირებულებებს, რომლებიც აერთიანებს საქართველოსა და გერმანიას.
მის წინააღმდეგ მიმართული სახელისუფლებლო მუქარები ჩვენთვის არის თავდასხმა არა მხოლოდ თვით ელჩზე, არამედ ქართულ-გერმანულ მრავალწლიან მეგობრობაზე.
მეგობრებო, მტკიცედ დავდგეთ ჩვენი ევროპელი მეგობრების გვერდით და დავიცვათ ის ღირებულებები, რომლებიც საქართველოს ევროპული ოჯახის განუყოფელ ნაწილად აქცევს. მოგიწოდებთ ყველას, შემოუერთდეთ ქართულ-გერმანულ მეგობრობის მარშს – ერთად ევროპისაკენ!
28 სექტემბერს, 19 საათზე შევიკრიბებით გერმანიის საელჩოსთან (ნინო ჩხეიძის #38). საქართველო-გერმანიის მეგობრობის მანიფესტის გამოცხადების შემდეგ, მარშით გავემართებით საქართველოს პარლამენტისკენ. ჩვენ, ქართველებმა, ვიცით, ვინ არიან ჩვენი ნამდვილი მეგობრები! ერთად ევროპისათვის, ერთად ევროპისაკენ“, – წერენ აქციის ორგანიზატორები.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights