“ქართული ოცნება” მიმდინარე წლის ოქტომბერში “ოზურგეთობის” ჩატარებას გეგმავს.
გავრცელებული დოკუმენტაციით, ირკვევა, რომ, კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა “ოზურგეთობა”, იგივე “ალეგრობა”, 10 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრამდე ჩატარდება.
ასევე გავრცელებული, ოფიციალური დოკუმენტაციით, ირკვევა, რომ, ოზურგეთის მერიამ “ალეგრობის” დღესასწაულის ჩასატარებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 59,800 ათასი ლარი გამოყო.
იგივე დოკუმენტაციიდან, რომელიც “გურიის მოამბემ” მოიპოვა, ირკვევა, რომ ამ თანხას კომპანია, რომელიც ღონისძიების ჩატარების უფლებას მიიღებს, ელექტრონული ტენდერით, თუმცა აუქციონის გარეშე გაირკვევა.