ლევან შატბერაშვილი
რას ან ვის შეიძლება შავადაროთ საქართველო? რას დავემსგავსეთ და რა დაავადება შეგვყარეს ისეთი, რომ ასეთ დღეში ჩავცვიდით უაღრესად საინტერესო, ღირსეული და დიდი კულტურული მემკვიდრეობის ხალხი?!
ბოლო სამი დღის განმავალობაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს გერმანიის და დიდი ბრიტანეთის ელჩები. დიახ, გერმანიის, ანუ ევროპის უდიდესი და მსოფლიოს მეოთხე ეკონომკის ელჩი და დიდი ბრიტანეთის, ანუ ევროპის უდიდესი და მსოფლიოს მეექვსე (მათ შორის ატომური) სამხედრო ძალის ელჩი.

ქვეყანამ, რომლის მოსახელოების ლამის ოცი პროცენტი სიღარების ზღვარს მიღმაა, საშუალო ხელფასი 1500 ლარია, ქვეყანამ რომლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ხელფასს დაახლოებით სამ-ოთხ დღეში შეაგროვებს გერმანიაში დასაქმებული ოფიციანტი, ქვეყანამ რომლის კ ო ნ ს ო ლ ი დ ი რ ე ბ უ ლ ი ბიუჯეტის ხარჯები 2280-ჯერ ნაკლებია გერმანიის კონსოლიდირებულ ბიუჯეტზე (საქართველოსი 28 მილიარდი ლარია, გერმანიის 2,13 ტრილიონი ევრო), ქვეყანამ რომელიც ვერაფერს ვერ აწარმოებს, დაიბარა მსოფლიო სავტომობილო და ტექნოლოგიური გიგანტის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში და უკვე უქნია თითები და მაგიდაზე უბრაგუნა მუშტები, დახურულ კარს მიღმა.
და ამას აკეთებს ქვეყანა, რომლის პრეზიდანტის მთავარი ღირესება ღაწვებზე ჩამოპარსული წვერი, თხელი ულვაში და პარლამენტარობის დროს ვირტუოზულად წამოყვირებული დედის გინებების კორიანტელია; და როგორც თავად ამბობს, ამას აკეთებს, რომ არ იყოს ომი და იყოს კეთილდღეობა.
ქვეყანა, რომელიც ათი წელია აპარტახებს გელათს, უკვდება ბავშვები (ხან დენის დარტყმით, ხან თხრილში ჩავარდნით, ხან შიმშილით, ხან დაავადებებით, ხან ხანძრებით და ა. შ.), საბიუჯეტო სასხსრების მითვისების გამო არარსებული უსაფრთხოების სისტემების გამო სტიქიურ უბედურებებში ეღუპება მოქალაქეები, რომლის დემოგრაფიული სიტუაციაც კატასტროფაშია და რამდენიმე წელია უარყოფითი შობადობის მაჩვენებლი აქვს, საიდანაც ათაითასობით ადამიანი გარბის ყოველ წელს, შინაგან და თუ გრე ასპარეზზე სილას აწნის მსოფლიოს თითქმის ყველა უძლიერეს სახელმწიფოს, ყველა მეგობარს, ვინც მას დახმარების ხელი გამოუწოდა და თანამეგობრობის კარი გაუღო, ყველას ვის გამოც ჯერ კიდევ აღაირებულია მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა… სილას აწნის ყველას, გარდა მისი ნამდვლი მტრის – რუსეთისა.
გინდათ გითხრათ ვის გავს ასეთი ქვეყანა?
ქვემოთ, მაიკ ტაისონთან ერთად, ფოტოზე გამოსახულია რუსი ინტერნეტ-ინფლუენსერი თუ როგორც რუსები ამბობენ – интернет-знаменитость : ხასბიკი. ხასბიკი რუსი-დაღესტნელი MMA-მებრძოლების პრეოქტი და სათამაშოა, დაბადებიდან გენეტიკური ნაკლის გამო ზრდა ვეღარ შეძლო და აგერ უკვე 24 წლისას პატრა ბავშვისგან ძენლად თუ გაარჩევს კაცი. ხასბიკი უბედური ადამიანი, თავისი ნაკლის გამო ალბათ დიდხანს ვერ იცოცხლებს (ნეტავ დიდიხანს იცოცხლოს). ხასბიკი იმიტომაცაა უბედური, რომ გაუნათლებელია და თავის ნაკლის სახალხო სამასხაროდ გადაქცევის გარდა შემოსავალს ვერსაფრით იშოვის. ხასბიკმა რუსულის გარდა არც ერთი ენა არ იცის. ხასბიკი დაღესტნელი MMA-ბლოგერებს და მებრძოლებს აქეთ-იქით დაჰყავთ. ხან მისნაირი გენეტიკური ნაკლის მქონე ადამიანებს აჩხუებებენ, ხან პოდკასტებში მიჰყავთ ცნობილ მებრძოლებთან „საბრძოლველად“. რამდენიმე წლის წინ ტაისონსაც შეახვედრეს და ხასბიკმა მას ისიც კი გაუბედა, რომ ხელი გაარტყა სახეში. რკინის მაიკიც რას იზამდა, მართლაც ხომ არ სცემდა საპასუხოდ?!
სამწუხაროდ, მიხეილ ყაველაშვილის გუშინდელი გაეროში გამოსვლა, გუშინწინდელი გერმანიის და დღევანდელი ბრიტანეთის ელჩების დაბარება არაფრით არ განსხვავდება ჯუჯების ამ ტრაგიკული საცირკო შერკინებებისგან – რასაც ხასბიკს უკეთებენ დაღესტნელი მოჭიდავეები, იგივეს უკეთებს რუსეთი საქართევლოს, როცა უცხო ენის არმცოდენე „პრეზიდენტი“ გარეოს უმაღლესი ტრიბუნიდან, იმ უნარსებსაც კი რომ ვერ ავლენს, რომ მშობლიურ ენაზე მაინც შეგვიქმნას წერა-კითხვის მცოდნე ადამინის შთაბეჭდილება, მაგრამ ამავე ტრიბუნიდან მსოფლიოს ლიდერებს მრავალპოლუსიანი სამყაროსკენ ტრანზიციისკენ მოუწოდებს.
ნურავინ იფიქრებს, რომ რახან საქართველოს ხანგრძლივი ისტორია აქვს, თუკი ყურადღებას არ მივაქცევთ და დინებაზე მივუშვით, მაინც გადარჩება ასეთი მმართევლების ხელში. უდიდესი ცივილიზიაცები გაჩენილან, ათასწლეულები უარსებიათ და გადაშენებულან, გამქრალან. ჩვენ მხოლოდ იმიტომ გადავრჩით, რომ ვიბრძოდით და არა იმიტომ, რომ ადგილობრივი ვაჭრების და მილიარდერების ქონებას ვიყავით გადაფარებულები.
გადასაწყვეტი გვაქვს, რა გვინდა: ვიყოთ დიდი მსოფლიო თანამეგობრობის წევრი, თუ ხასიბიკის ანალოგი კვაზი-სახელმწიფო, ისიც ძალიან ცოტა ხნით.