ამერიკული პრესა ფირალ დათა მიქელაიშვილის დაღუპვის შესახებ
.
“სანქტ-პეტერბურგი, 18 იანვარი – ცნობილი კავკასიელი ბანდიტი, დათა მიქელაიშვილი მოკლეს. იგი დიდი ხნის განმავლობაში ატერორებდა ბათუმსა და ოზურგეთის მაზრას. მიქელაიშვილი თავზეხელაღებულ ყაჩაღთა ბანდას მეთაურობდა და თავისი ჯაშუშების ქსელიც ჰყავდა. რამდენიმე დღით ადრე მთავრობამ მიიღო ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ და მის დასაჭერად 12 ჯარისკაცი და 23 ვოლონტიორი გაგზავნა.
.
როდესაც ადგილზე მისულებმა ბანდიტის თავშესაფარ ქოხს ალყა შემოარტყეს, მიქელაიშვილმა ცეცხლი გახუხსნა მაგრამ საპასუხო ცეცხლი იმდენად ეფეტური იყო, რომ ბანდიტი მძიმედ დაიჭრა. დაჭრილმა მიქელაიშვილმა მასპინძელი მოღალატედ მიიჩნია და ჯარისკაცების ქოხში შევარდნისთანავე ყელი გამოჭრა, რის შემდეგაც ბანდიტი მალევე გარდაიცვალა.”
.
Waycross weekly herald. 20.01.1894
შალვა ძნელაძის ნახატი

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა