გურია – ეთიოპია, კოლხეთი და ქურუმთა კასტა
.
1844 წელს გურიაში იმოგზაურა გერმანელი მწერალმა ფრიდრიხ ბოდენშტედტმა, რომელიც გურიის წარსულთან დაკავშირებით წერს:
.
„თურქებსა და რუსებს შორის გაყოფილი ეს ტერიტორია, რომელიც ადრე გურიას წარმოადგენდა, უძველეს დროებაში ცნობილი იყო ეთიოპიის სახელით; შემდგომ კი იქ მმართველი ქურუმთა კასტის გამო კოლხეთად იწოდებოდა, ხოლო შემდეგში – ლაზთა ტომის სახელის მიხედვით ლაზია ანუ ლაზიკა;“
.
კოლხეთის ეთიოპიად მოხსენიება ამ შემთვევაში პირველი არ გახლავთ, მაგალითად წმიდა ეპიფანე კვიპროსელის (IV საუკუნე) მიხედვით მატათა მოციქულმა იქადაგა მეორე ეთიოპიაში ანუ კოლხეთში. იგივე სახით არის ნახსენები კოლხეთი სხვა არაერთ შემთხვევაშიც (მეორე ეთიოპია; პონტოს ეთიოპია).
.
– Friedrich Bodenstedt – Kleine Geschichten aus fernem Land (1872)
– ჰომეროსის სამყაროს რუკა, 850 წელი ჩვენს ერამდე – Homeric World Map. map Of The World According To The Greeks At The Time Of Homer, C850 B.C. Poster Print by Granger Collection

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა