ოზურგეთში მოქმედმა, სამოქალაქო ორგანიზაცია “მოძრაობა თავისუფლებისათვის”, დღეს. ანტიკორუფციული ბიუროსაგან მიიღო წერილი, რომელიც ამ ორგანიზაციისაგან დეტალურ ანგარისს იტხოვსმ დიდი ალბათონით, რათა სახელმწიფო მანქანამ გადადგას ხისტი ნაბიჯები “მოძრაობა ტავისუფლებისათვის”
ორგანიზაციაზე ზეწოლისა და მისი აქტივისტების შემდგომი რეპრესიების მოიზნით.

წერილის მიღების შესახებ განცხადება, ამ ორგანიზაციის ერთ ერთმა ლიდერმა, ოთარ რევიშვილმა, გაავრცელა, რომელსაც გთავაზობთ სრულად.
“დღეს ჩვენმა ორგანიზაციამაც მიიღო წერილი კუპრაშვილის კანტორისგან. ანტიკორუფციული ბიურო დაკავებულია ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობით. იმის ნაცვლად, რომ შეისწავლონ რეალური კორუფციული ფაქტები, კუპრაშვილი და მისი დირექტორები აგრძელებენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დევნას.
რაჟდენი „ვერ ხედავს“ ჩინოვნიკების დაუსაბუთებელ მილიონობით ლარის ქონებას, არ იმჩნევს აღვირახსნილ კორუფციას ყველა დონის სახელმწიფო
უწყებაში, მაგრამ ებრძვის ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც, დღიდან დაფუძნებისა, ემსახურებიან ქართულ საქმეს.

კუპრაშვილის და მისი დამკვეთების თავდასხმას ერთი მიზანი აქვს – გააქროს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოება, მედია და, ზოგადად, თავისუფალი ადამიანები, რათა საბოლოოდ საქართველო აქციოს რუსეთის უკანა ეზოდ.
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ ვაპირებ რუსული კანონებით ცხოვრებას! როგორც გუშინ მოლდოვაში, მალე აქაც დასრულდება რუსული რეჟიმი”
აცხადებს, ოთარ რევიშვილი.