116 წლის ზავარ სალუქვაძე ლიხაურიდან
.
ზავარ ჯეგეშის ძე სალუქვაძე მის სახლში ვნახეთ, ჩვენდა გასაკვირად 116 წლის კაცი შეშას აპობდა. იგი ენერგიული, ღონიერი მოხუცი კაცია. ზავარი ხშირად იხსენებს ძველ დროს, ყვება გურიის აჯანყებისა და მისი სოფლის ლიხაურის ისტორიას, სადაც ზავარი ორმოცი წლის განმავლობაში მამასახლისად და მოსამართლედ მუშაობდა. სალუქვაძე ეხმარებოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მკვლევარებს არაერთი ისტორიული ფაქტის დადგენაში.
.
ზავარი დილას ადრე დგება, საოჯახო საქმეებს აკეთებს შემდეგ კი ისვენებს, მისი ძირითადი საკვებია მამალიგას (ღომი)ს ფაფა. კოლმეურნეობაში 1957 წლამდე მუშაობდა, ახლა კი პენსიას იღებს და თუ კი რაიმე სჭირდება კოლმეურნეობისაგან ყველაფრით არის უზრუნველყოფილი.
.
ფოტო და ტექსტი – Огонек 1958 #24
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა