გელა ხასაიამ მისი დაკავების დეტალები სასამართლოს უამბო – კოალიცია “ცვლილებისთვის” დაკავებულმა წევრმა ჩვენების მიცემისას მოყვა თუ როგორ გაჩნდა მის წინ 10-მდე პოლიციელი, როგორ ცდილლობდნენ ტელეფონის წართმევას და როგორ ჩატენეს მანქანაში.
“პოლიციელმა მითხრა, ხომ დაგპირდი დაგიჭერ სისხლით და აგისრულეო” – თქვა ხასაიამ სასამართლოზე.
მისივე თმით, პოლიციის განყოფილებაში მოხდა მისი გაშიშვლება, რა დროსაც მის მიმართ ადგილი ჰქონდა დამამცირებელ კომენტარებს – “ახსენებდნენ მზია ამაღლობელს”.
”აქციიდან წამოვედი, მივდიოდი სახლში, შევედი მაღაზიაში და რომ გამოვედი ჩემს წინ გადავიდა შკოდის მანქანა. ტელეფონში თავი როგორც ჩავწიე 10 -მდე ადამიანი გაჩნდა ჩემს წინ, ერთ-ერთი ცდილობდა ტელეფონის წართმევას მე ვცდილობდი ტელეფონის დაბლოკვას, სიტყვა არ უთქვამთ ვინ იყვნენ. მეუბნებოდნენ მარტო მობილური მოგვეციო. მანქანაში ჩამტენეს, მძღოლის გვერდით ვინც იჯდა, ვიცანი ის პოლიციელი, რადგან აქციებზე სულ ვხედავდი.
მითხრა ძაან კარგად იცი რაც დაააშავე, თან არაერთხელ და მრავალჯერო.
ხომ დაგპირდი სისხლით დაგიჭერ და აი აგისრულეოო, წამიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ეს იყო მარჯანიშვილის ტერიტორია. წმიყვანეს დიდ ოთახში, 20- მდე პოლიციელი იყო, არავინ მეუბნებოდა, რაზე ვიყავი მიყვანილი. ცდილობდნენ მე მეთქვა, მაგრამ მე არაფერი ვიცოდი , გამაშიშვლეს სხვა ოთახში, გამჩხეიკეს სრულად გამაშიშვლეს. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ კიდე იგივე ქნეს, იყო დამცინავი კომენტარები, ახსენებდნენ მზია ამაღლობელს.
მიხსენებდნენ საბაა სხვიტარიძეს, აი ორივე ძმაკაცი მოძალადეები ხართო.
თუ არაფერს ვიტყოდი მემუქრებოდნენ დედააწენთან დავრეკავთო, ეს არ მინდოდაა ამიტომ რაღაცეები მოვუყები ამ დღეზე, მერე უკვე მითხრეს რომ ვიყავი დაკავებული”, – თქვა სასამართლოზე ხასაიამ.
სხდომაზე ისაუბრა ბრალდების მხარემაც. პროკურატურა ირწმუნება, რომ მანამდე სანამ ხასაიას დააკავებდნენ, საგამოძებო უწყებიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ის გამოკითხვაზე იყო დაბარებული, თუმცა ხასაია ამბობს, რომ პირველი სექტემბრიდან დღემდე მასთან კავშირზე არავინ გასულა.
გელა ხასაიას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და მას ახლა ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ედავება.