თეონა აქუბარდია-დანიის დედაქალაქში ევროპული ქვეყნების ლიდერების შეკრებაზე, სადაც ირაკლი კობახიძე იმყოფება საუბრის თემაა უკრაინის თავდაცვის გაძლიერებისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის ტრადიციული და ჰიბრიდული საფრთხეები, ეკონომიკური უსაფრთხოება და მიგრაცია. თბილისში კობახიძე და მდინარაძე გვიmტკიცებენ, რომ უკრაინა აქ ტერორისტულ აქტს გეგმავდა ჰექსოგენის შემოგზავნით, რომ ზელენსკიმ და არა პუტინმა უკრაინა ცეცხლის ალში გახვია, რომ ჰიბრიდული საფრთხე არა რუსეთისგან, არამედ დასავლეთისგან მოდის, რომ ევროპა შავ დღეშია და დიფსთეითი მართავს.
ჰოდა კოპენჰაგენში მიწვევა კი არის აღიარება საქართველოს ევროპულობის, თუმცა რეჟიმის რუსული რიტორიკის და ქმედებების ფონზე, ისევე როგორც ევროკავშირის ქვეყნებიდან მაღალ დონეზე პირდაპირი გაწყვეტილი ურთიერთობების ფონზე საფრანგეთის პრეზიდენტის გვერდში ჯდომის გაყიდვას თუ ეცდება ისევ პროპაგანდა გამარჯვებად, აბა იქ დიფსთეითზე რომ ვერ გაბედავს საუბარს ეს ისედაც ცხადია.
დღეს კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოც მიიღებს, – ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს.
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეშვიდე შეხვედრაში მონაწილეობას ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფო და შემდეგი ქვეყნები მიიღებენ: ალბანეთი, ანდორა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ფარერის კუნძულები, საქართველო, გრენლანდია, ისლანდია, კოსოვო, ლიხტენშტეინი, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, სან-მარინო, სერბეთი, შვეიცარია, თურქეთი, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო.
შეხვედრაზე ევროკავშირს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა წარმოადგენს, რომელიც სამიტს დანიის პრემიერ-მინისტრ, მეტე ფრედერიქსენთან ერთად გაუძღვება.
სამიტის ფარგლებში ლიდერები უკრაინის თავდაცვის გაძლიერებისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის ტრადიციული და ჰიბრიდული საფრთხეების, ეკონომიკური უსაფრთხოებისა და მიგრაციის შესახებ იმსჯელებენ.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: